ავტოსკოლა

ბილეთი №1241 · დამატებითი ინფორმაციის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ:

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ:
  1. ანიშნიდან 300 მეტრის მანძილზე მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას
  2. ბნიშნიდან 300 მეტრის შემდეგ მდებარეობს გზის ვიწრო მონაკვეთი, სადაც მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას✓ სწორი პასუხი
  3. გიწყება ორმხრივმოძრაობიანი გზის მონაკვეთი და 300 მეტრის მანძილზე მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას

რატომ?

ნიშანი „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა“ გიკრძალავს ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ამით შემხვედრს ართულებ. დაფა გიჩვენებს, რომ ეს მონაკვეთი 300 მ-ის შემდეგ იწყება, ამიტომ წინასწარ მოემზადე გზის დასათმობად.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშნები) 2.5 პუნქტის თანახმად, 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა”- უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოღების ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: დამატებითი ინფორმაციის ნიშნები