ავტოსკოლა

ბილეთი №1289 · რკინიგზის გადასასვლელი

მოსახვევში მოძრაობისას როგორი პროფილის ავტოცისტერნაა უფრო მდგრადი გადაყირავების წინააღმდეგ?

  1. აელიფსის ფორმის პროფილის✓ სწორი პასუხი
  2. ბმრგვალი პროფილის

რატომ?

ელიფსის ფორმის პროფილის ავტოცისტერნის სიმძიმის ცენტრი უფრო დაბლაა, ვიდრე მრგვალი პროფილისა. რაც უფრო დაბალია სიმძიმის ცენტრი, მით მეტად მდგრადია მანქანა გადაყირავების წინააღმდეგ.

კანონის ტექსტი

რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი. ელიფსის ფორმის პროფილის მქონე ავტოცისტერნის სიმძიმის ცენტრი განლაგებულია უფრო დაბლა ვიდრე მრგვალი პროფილის მქონე ავტოცისტერნის, ამიტომ ელიფსის ფორმის პროფილის მქონე ავტოცისტერნა უფრო მდგრადია გადაყირავების წინააღმდეგ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: რკინიგზის გადასასვლელი