ბილეთი №1302 · რკინიგზის გადასასვლელი
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ზამთრის პირობებში აღნიშნულ გაჩერებაზე მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოს, რომ:
- ამრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოყინული მონაკვეთი✓ სწორი პასუხი
- ბმოძრაობის დიდი ინტესივობის გამო გზის სავალი ნაწილის საფარი მშრალია
- გგზის სავალი ნაწილის საფარი ზამთრის პირობების გამო არ იცვლება
რატომ?
ზამთარში გაჩერებაზე მრავალჯერადი დამუხრუჭებით მოლიპული მონაკვეთი წარმოიქმნება. ამიტომ სამარშრუტო ტრანსპორტის მძღოლმა გაჩერებასთან მიახლოებისას წინასწარ უნდა შეამციროს სიჩქარე, რომ დამუხრუჭებისას არ მოცურდეს და მგზავრები საფრთხეში არ ჩააგდოს.
კანონის ტექსტი
ზამთრის პირობებში მოძრაობისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გაჩერებაზე მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოლოპული მონაკვეთი. ამიტომ აღნუშნულ გაჩერებასთან მიახლოებისას მძღოლმა წინასწარ უნდა შეამციროს მოძრაობის სიჩქარე იმდენად, რომ გამორიცხოს მოცურების საშიშროება დამუხრუჭების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რის გამოც გაჩერებაზე მყოფი მგზავრები აღმოჩნდებიან საფრთხის ქვეშ.