ბილეთი №1330 · უწესივრობა და მართვის პირობები
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ გარე სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი და მუშაობის რეჟიმი არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს?
- ააკრძალულია✓ სწორი პასუხი
- ბარ არის აკრძალული
რატომ?
მანქანის ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ გარე სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი და მუშაობის რეჟიმი მანქანის კონსტრუქციის მოთხოვნებს არ შეესაბამება. არასწორი ფარები სხვა მძღოლებს თვალს აჭრის ან მანქანას ვერ აჩენს.
კანონის ტექსტი
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასაშვებია წარმოებიდან მოხსნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებეებზე სხვა მარკისა და მოდელების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარე მაშუქი ხელსაწყოების დაყენება. გარე მაშუქი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი, განთავსება და მუშაობის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.