ბილეთი №1331 · უწესივრობა და მართვის პირობები
დასაშვებია, თუ არა ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება?
- ადასაშვებია
- ბდასაშვებია მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებზე
- გარ არის დასაშვები✓ სწორი პასუხი
რატომ?
ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება დაუშვებელია. ასეთი საბურავები გზას სხვადასხვაგვარად ეჭიდება და მანქანა დამუხრუჭებისას გვერდზე შეიძლება გაიწიოს.
კანონის ტექსტი
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს დაკომპლექტებული საბურავებით, რომელიც გამორიცხავს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ნებისმიერ რეჟიმში, საბურავების შეხებას დაკიდების ან ავტოსატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ სხვა ელემენტთან. დაუშვებელია ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება.