ბილეთი №1332 · უწესივრობა და მართვის პირობები
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია?
- ამხოლოდ ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის გაჟონვისას
- ბმხოლოდ აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების შეერთებებში ნამწვის გაჟონვისას
- გმხოლოდ ისეთი აირბალონების გამოყენებით, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა
- დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში✓ სწორი პასუხი
რატომ?
მანქანის ექსპლუატაცია აკრძალულია საწვავის ჟონვისას, აირბალონიანი მანქანის კვების სისტემის არაჰერმეტულობისას და ვადაგასული ბალონების გამოყენებისას. ყველა ეს შემთხვევა ხანძრის ან აფეთქების საფრთხეს ქმნის.
კანონის ტექსტი
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-18 და 21-ე პუნქტების თანახმად: 18. დაუშვებელია ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის ჟონვა. 21. აირბალონიანი ასს-ების კვების სისტემა უნდა იყოს ჰერმეტული. დაუშვებელია აირბალონიან ასს-ზე ისეთი ბალონების გამოყენება, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა. ამავე რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაჟონვა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისიტემის ელემენტების შეერთებებში, ხოლო კატალიზური კონვერტორებით აღჭურვილ ასს-ებზე დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით.