ავტოსკოლა

ბილეთი №146 · შუქნიშნის სიგნალები

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შევიდეს რევერსული მოძრაობის ზოლში, რევერსული შუქნიშნის ამ სიგნაზე?

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შევიდეს რევერსული მოძრაობის ზოლში, რევერსული შუქნიშნის ამ სიგნაზე?
  1. ააქვს უფლება
  2. ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

რევერსულ ზოლში შესვლის ნებას მხოლოდ ქვემოთ მიმართული მწვანე ისარი რთავს, წითელი ჯვარი კი იმ ზოლში მოძრაობას კრძალავს, რომლის ზემოთაც ანათებს. ამიტომ ამ სიგნალზე რევერსულ ზოლში შესვლა არ შეიძლება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი ან თეთრი მაშუქი სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ. ორივე მხრიდან 1.9 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ზოლის ზემოთ მდებარე გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები