ავტოსკოლა

ბილეთი №148 · შუქნიშნის სიგნალები

რომელი მიმართულებით შეუძლია წითელი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?

რომელი მიმართულებით შეუძლია წითელი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?
  1. ამხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
  2. ბმხოლოდ მარჯვნივ
  3. გმხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ✓ სწორი პასუხი
  4. დნებისმიერი მიმართულებით

რატომ?

მწვანე სიგნალი მოძრაობის ნებას რთავს, ისარზე გამოსახული სიგნალი კი — მხოლოდ ისრით ნაჩვენებ მიმართულებას. დამატებით სექციაში გამორთული სიგნალი იმ მიმართულებით მოძრაობას კრძალავს, რომელსაც ეს სექცია არეგულირებს. ამიტომ წითელი ავტომობილის მძღოლს პირდაპირ და მარჯვნივ შეუძლია გაგრძელება, მარცხნივ — არა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-10 პუნქტის თანახმად: 2. შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები