ავტოსკოლა

ბილეთი №149 · შუქნიშნის სიგნალები

რომელი მიმართულებით შეუძლია ლურჯი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?

რომელი მიმართულებით შეუძლია ლურჯი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?
  1. ამხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
  2. ბმხოლოდ მარჯვნივ
  3. გმხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
  4. დმხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)✓ სწორი პასუხი

რატომ?

მწვანე ისარი მხოლოდ იმ მიმართულებას რთავს, რომელსაც უჩვენებს, დამატებით სექციაში გამორთული სიგნალი კი თავის მიმართულებას კრძალავს. მარცხნივ მოხვევის ისარი მობრუნებასაც რთავს, თუ ნიშანი ან მონიშვნა ამას არ კრძალავს. ამიტომ ნებადართულია პირდაპირ, მარცხნივ და მობრუნება, მარჯვნივ კი — არა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და მე-10 პუნქტის თანახმად: 2. შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები