ავტოსკოლა

ბილეთი №151 · შუქნიშნის სიგნალები

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ყველა შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი?

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ყველა შუქნიშანში ჩართულია…
  1. ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ აქვს უფლება

რატომ?

ყვითელი მოციმციმე სიგნალი მოძრაობას არ კრძალავს, ის უბრალოდ გაფრთხილებს: წინ შეიძლება არარეგულირებული გზაჯვარედინი, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელი ან სხვა საფრთხე დაგხვდეს. ამიტომ გაგრძელება შეგიძლია, ოღონდ ყურადღებით.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები