ავტოსკოლა

ბილეთი №154 · შუქნიშნის სიგნალები

შუქნიშნის ამ სიგნალზე, რომელი მიმართულებითაა შესაძლებელი ტრამვაის მძღოლმა გააგრძელოს მოძრაობა?

შუქნიშნის ამ სიგნალზე, რომელი მიმართულებითაა შესაძლებელი ტრამვაის მძღოლმა გააგრძელოს მოძრაობა?
  1. ამხოლოდ პირდაპირ
  2. ბმხოლოდ მარჯვნივ და მარცხნივ
  3. გმხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ✓ სწორი პასუხი
  4. დარცერთი მიმართულებით

რატომ?

ტრამვაის მოძრაობის რეგულირებისთვის „T“-ს ფორმით განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი სიგნალი გამოიყენება. მოძრაობა ნებადართულია, როცა ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა სიგნალია ჩართული: მარცხენა მარცხნივ უშვებს, შუა პირდაპირ, მარჯვენა მარჯვნივ. ამ სიტუაციაში ტრამვაის მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ შეუძლია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები