ავტოსკოლა

ბილეთი №155 · რკინიგზის გადასასვლელი

თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი:

თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი:
  1. ამძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
  2. ბმძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან
  3. გმძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით✓ სწორი პასუხი
  4. დმძღოლი ვალდებულია გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე

რატომ?

ყვითელი მოციმციმე სიგნალი რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობას არ კრძალავს, მაგრამ განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან მატარებელი სწრაფად ვერ გაჩერდება. „სდექ“ ხაზის გადაკვეთას კი წითელი სიგნალი კრძალავს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: რკინიგზის გადასასვლელი