ბილეთი №1593 · სამედიცინო დახმარება
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გარცერთი ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ გიჩვენებს, რომელ გზაზე მოძრავს ეკისრება გზის დათმობა, ნიშანი „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა“ კი ვიწრო მონაკვეთზე უპირატესობას შემხვედრს აძლევს. ამ სიტუაციაში ეს წესები ყვითელს არავისთვის გზის დათმობას არ აკისრებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 1.7.2-1.7.7 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 1.7.3 „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. ამავე დანართის 2.5 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა” - უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.