ბილეთი №1594 · სამედიცინო დახმარება
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გროგორც ტრამვაის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მთავარი გზიდან მოახლოებულს უთმობს. ამ სიტუაციაში სატვირთომ გზა ტრამვაისაც და მსუბუქსაც უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.