ბილეთი №1596 · სამედიცინო დახმარება
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ გზაჯვარედინის მარჯვენა მხრიდან შემომავალი გზის საფარი გრუნტოვანია?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
- გროგორც ავტობუსის, ასევე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
რატომ?
გრუნტოვანი გზიდან გასვლისას მძღოლი გზას უთმობს გზაზე მოძრავებს. თუ გზაჯვარედინის მარჯვენა მხრიდან შემომავალი გზა გრუნტოვანია, იქიდან მომავალი უპირატესობას ვერ იყენებს. ამ წესებით მოტოციკლმა გზა მხოლოდ მსუბუქს უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა ხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის მე-5 მუხლის 37-ე პუნქტის თანახმად ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის წინ, გზის მკვრივსაფარიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას მკვრივსაფარიან გზასთან.