ავტოსკოლა

ბილეთი №1597 · სამედიცინო დახმარება

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ გზაჯვარედინის მარჯვენა მხრიდან შემომავალი გზის საფარი გრუნტოვანია?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის…
  1. ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ მოტოციკლის და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
  3. გროგორც მოტოციკლის, ასევე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი

რატომ?

გრუნტოვანი გზიდან გასვლისას მძღოლი გზას უთმობს გზაზე მოძრავებს, გრუნტოვან გზაზე გზაჯვარედინის წინ მკვრივსაფარიანი უბანი კი მას ასფალტის გზასთან არ ათანაბრებს. ამ წესებით ავტობუსმა გზა მოტოციკლსაც, მსუბუქსაც და სატვირთოსაც უნდა დაუთმოს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის მე-5 მუხლის 37-ე პუნქტის თანახმად ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის წინ, გზის მკვრივსაფარიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას მკვრივსაფარიან გზასთან.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამედიცინო დახმარება