ბილეთი №1599 · სამედიცინო დახმარება
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
- გარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მთავარიდან მომავალს უთმობს, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს. ამ სიტუაციაში ავტობუსს არცერთი სატრანსპორტო საშუალებისთვის არ უწევს გზის დათმობა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.