ბილეთი №1603 · სამედიცინო დახმარება
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ჯურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გროგორც მსუბუქი ავტომობილის, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
მარცხნივ მოხვევისას საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს უთმობ. ლურჯი ციმციმისა და ხმოვანი სიგნალის მქონე სასწრაფოსაც ყველა გზას უთმობს. ამ წესებით ავტობუსმა გზა მსუბუქსაც და სასწრაფოსაც უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.