ბილეთი №1606 · სამედიცინო დახმარება
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გარცერთი ავტომობილის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
მთავარ გზაზე მოძრავს მეორეხარისხოვანი გზიდან მომავალი უთმობს. ამ სიტუაციაში ყვითელი მთავარ გზაზეა, ამიტომ არცერთი ავტომობილისთვის არ უწევს გზის დათმობა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.