ბილეთი №163 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, თითოეულში არაუმეტეს:
- ა15 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 10 საჭაპანო ტრანსპორტისა
- ბ10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა✓ სწორი პასუხი
რატომ?
სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის ან საჭაპანო ტრანსპორტის კოლონა გზაზე ჯგუფებად უნდა დაიყოს: თითოეულში არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვი ან 5 საჭაპანო ტრანსპორტი. ჯგუფებს შორის 80–100 მ უნდა იყოს, რომ გასწრება გაადვილდეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80-100 მეტრი.