ავტოსკოლა

ბილეთი №223 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა

აქვს თუ არა უფლება ქვეითს გადაადგილდეს ველობილიკზე ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა?

  1. ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ აქვს უფლება

რატომ?

თუ ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი და გზისპირი არ არის ან მათი გამოყენება შეუძლებელია და მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, ქვეითს ველობილიკზე გადაადგილება შეუძლია. მან ველოსიპედისტებსა და მოპედისტებს ხელი არ უნდა შეუშალოს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. თუ არსებობს ველობილიკი და მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, ქვეითს უფლება აქვთ გადაადგილდეს მასზე, თუმცა არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და მოპედების მოძრაობა.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა