ავტოსკოლა

ბილეთი №172 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა

სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:

  1. ა20-40 მეტრს
  2. ბ40-60 მეტრს
  3. გ60-80 მეტრს
  4. დ80-100 მეტრს✓ სწორი პასუხი

რატომ?

სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის ან საჭაპანო ტრანსპორტის კოლონა გზაზე ჯგუფებად უნდა დაიყოს: არაუმეტეს 10 პირუტყვი ან 5 საჭაპანო ტრანსპორტი თითოეულში. ჯგუფებს შორის 80–100 მ უნდა იყოს, რომ გასწრება გაადვილდეს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80-100 მეტრი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა