ბილეთი №173 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
ვალდებულია თუ არა საჭაპანო ტრანსპორტის მეხრე, გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით ატაროს?
- აარ არის ვალდებული
- ბვალდებულია✓ სწორი პასუხი
რატომ?
საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან ცუდი ხილვადობის ადგილზე გასვლისას პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს. ასე პირუტყვი მოულოდნელად გზაზე არ გავარდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტო¬რიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.