ბილეთი №168 · შუქნიშნის სიგნალები
მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

- ავალდებულია✓ სწორი პასუხი
- ბარ არის ვალდებული
- გარ არის ვალდებული თუ არ შეაფერხებს საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
რატომ?
ჩვეულებრივ, გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს გასასვლელთან ამკრძალავი სიგნალი არ აჩერებს, თუ ხელს არავის უშლის. სადაც შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია, ეს გამონაკლისი აღარ მოქმედებს — ამიტომ მობრუნებისასაც გამყოფ ზოლებს შორის ამკრძალავ სიგნალზე უნდა გაჩერდე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.