ბილეთი №170 · შუქნიშნის სიგნალები
რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

- ამხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
- ბმხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- გყველა მიმართულებით
- დმხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)✓ სწორი პასუხი
რატომ?
ისრიანი სიგნალი მხოლოდ იმ მიმართულებას რთავს, საითაც ისარი მიუთითებს. აქ ღიაა პირდაპირი და მარცხენა მიმართულება, ხოლო მარცხნივ მიმართული ისარი მობრუნებასაც ნებას რთავს, თუ ნიშანი ან მონიშვნა ამას არ კრძალავს. მარჯვნივ კი ეს სიგნალი არ გიშვებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ შუქნიშნები გზის სავალი ნაწილის თანმხვედრი მიმართულების მხარეს არსებული თითოეული მოძრაობის ზოლის ზევითაა განლაგებული, თითოეული შუქნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ მოძრაობის ზოლზე, რომლის ზემოთაც არის იგი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.