ავტოსკოლა

ბილეთი №169 · შუქნიშნის სიგნალები

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას…
  1. ავალდებულია
  2. ბარ არის ვალდებული✓ სწორი პასუხი

რატომ?

თუ მწვანეზე შეხვედი გზაჯვარედინზე, დასახული მიმართულებით გასვლა შეგიძლია, თუნდაც გასასვლელთან ამკრძალავი სიგნალი გხვდებოდეს, ოღონდ იმათთვის ხელი არ უნდა შეუშალო, ვისთვისაც მოძრაობა ღიაა. გაჩერება მაშინ დაგჭირდება, თუ შუქნიშნის წინ „სდექ“ ხაზია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები