ავტოსკოლა

ბილეთი №177 · შუქნიშნის სიგნალები

თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:

  1. აგავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
  2. ბშუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით✓ სწორი პასუხი

რატომ?

გავლის უპირატესობის მონიშვნა გზაზე გხვდება, მაგრამ შუქნიშნის სიგნალზე ძლიერი არაა. თუ მათი მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, შუქნიშნის ფერადი სიგნალი უნდა შეასრულო და არა მონიშვნა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები