ავტოსკოლა

ბილეთი №182 · შუქნიშნის სიგნალები

შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები:

  1. ამძღოლს აწვდის ინფორმაციას შუქნიშნზე დამატებითი სექციის არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ დამატებითი სექციის მაშუქი სიგნალით განსაზღვრული მიმართულებების შესახებ
  2. ბმძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ✓ სწორი პასუხი
  3. გამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პასუხი სწორია

რატომ?

ძირითად მწვანეზე ისრის კონტური მიგანიშნებს, რომ შუქნიშანს შეიძლება დამატებითი სექციაც ჰქონდეს. ეს ისრები სხვა ნებადართულ მიმართულებებსაც გიჩვენებს — იმას, რაც ამ სექციის ფერადი სიგნალისგან განსხვავდება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები