ავტოსკოლა

ბილეთი №1706 · ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა:

  1. ამძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა✓ სწორი პასუხი
  2. ბთუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,2 პრომილე ან 0,2 პრომილეზე მეტია
  3. გმძღოლის სისხლში 0,1 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა

რატომ?

ალკოჰოლურ სიმთვრალედ ითვლება მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ეთანოლი. ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, ამიტომ მართვის წინ ალკოჰოლი საერთოდ არ უნდა მიიღო.

კანონის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ადმინისტრაციული კანონი