ბილეთი №1708 · ადმინისტრაციული კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა გამოიწვევს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად):
- ასატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 თვის ვადით
- ბდაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
- გდაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით✓ სწორი პასუხი
რატომ?
მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობა 30 ლარით ჯარიმდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ყურსასმენით ან ხმამაღალი საუბრით ლაპარაკობ და ორივე ხელი მართვას გიჭირავს. ტელეფონი ყურადღებას აფანტავს და ერთ ხელს გართმევს.
კანონის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118²-ე მუხლის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა- გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.