ბილეთი №1717 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, გამოიწვევს:
- ადაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით
- ბდაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით✓ სწორი პასუხი
- გდაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 თვის ვადით
რატომ?
თუ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებ და დადგენილ სიჩქარეს 15 კმ/სთ-ზე მეტით გადააჭარბებ, ჯარიმა 300 ლარია. მგზავრებით სავსე მანქანაში სიჩქარის გადაჭარბება განსაკუთრებით საშიშია.
კანონის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით) იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.