ავტოსკოლა

ბილეთი №338 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე

აქვს თუ არა უფლება ავტობუსის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

აქვს თუ არა უფლება ავტობუსის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
  1. ააქვს უფლება
  2. ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

ავტომაგისტრალზე, მის შესასვლელსა და გამოსასვლელზე გაჩერება და დგომა აკრძალულია, გარდა სპეციალურად მონიშნული ადგილებისა. ამიტომ ავტობუსს მგზავრების ასაყვანად ისრით ნაჩვენებ ადგილას გაჩერება არ შეუძლია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა ავტომაგისტრალზე