ავტოსკოლა

ბილეთი №379 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით…
  1. აეკრძალება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ ეკრძალება

რატომ?

ავტომაგისტრალზე უკუსვლა და მობრუნება აკრძალულია, გამყოფ ზოლსა და სავალი ნაწილების განივ შეერთებაზე გასვლაც ეკრძალება. ამიტომ გამოტოვებულ შეერთებას უკუსვლით ვერ დაუბრუნდები. ავტომაგისტრალზე ყველა სწრაფად მოძრაობს და უკუსვლას არავინ ელოდება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა ავტომაგისტრალზე