ბილეთი №246 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
დაუსახლებელ პუნქტში, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსიურობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც მოძრაობენ გზის სავალ ნაწილზე (რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის კიდესთან), შეძლებისდაგვარად უნდა იმოძრაონ:
- აერთ მწკრივად✓ სწორი პასუხი
- ბორ მწკრივად
- გსამ მწკრივად
რატომ?
დაუსახლებელ პუნქტში, ცუდ ხილვადობაში ან ინტენსიური მოძრაობისას სავალ ნაწილზე მიმავალი ქვეითები კიდესთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყვნენ და შეძლებისდაგვარად ერთ მწკრივად იარონ. ასე ისინი ნაკლებ ადგილს იკავებენ და მძღოლს გვერდის ავლა უადვილდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოძრაობის უსაფრთხოების უზუნველსაყოფად, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, შეძლებისდაგვარად ერთ მწკრივად უნდა იმოძრაონ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეითები გზის სავალ ნაწილზე გადადგილებისას უნდა იმყოფებოდნენ სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.