ბილეთი №1072 · ადმინისტრაციული კანონი
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, მოთხოვნისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს:
- აჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა
- ბმხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი✓ სწორი პასუხი
- გსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა
რატომ?
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებისას მძღოლმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს მოთხოვნით მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს. სხვა დოკუმენტი ამ დროს არ მოითხოვება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის თანახმად: 1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება: ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.