ბილეთი №183 · შუქნიშნის სიგნალები
„T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი შეიძლება გამოყენებული იქნეს:
- ა„T“-სებურ გზაჯვარედინზე მოძრაობის რეგულირებისათვის
- ბსამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის✓ სწორი პასუხი
- გთვლიანი ტრაქტორების მოძრაობის რეგულირებისათვის
რატომ?
„T“-სებურად განლაგებული ოთხი მოყვითალო მრგვალი სიგნალი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობას არეგულირებს. „T“ აქ სიგნალების განლაგებას ნიშნავს და არა გზაჯვარედინის ფორმას.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.