ავტოსკოლა

ბილეთი №184 · შუქნიშნის სიგნალები

„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნებადართულია:

  1. ათუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი✓ სწორი პასუხი
  2. ბთუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი
  3. გამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

რატომ?

„T“-სებური შუქნიშნით მოძრაობა მაშინ შეიძლება, როცა ერთდროულად ანთია ქვედა სიგნალი და ერთი ან რამდენიმე ზედა. ზედა სიგნალები მიმართულებას გიჩვენებს: მარცხენა — მარცხნივ, შუა — პირდაპირ, მარჯვენა — მარჯვნივ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები