ბილეთი №186 · შუქნიშნის სიგნალები
აქვს თუ არა მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე მას არ შეუძლია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?
- ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
- ბარ აქვს უფლება
რატომ?
ყვითელზე ჩვეულებრივ უნდა გაჩერდე. მაგრამ თუ ის მაშინ ჩაირთო, როცა მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე „სდექ“ ხაზთან ვეღარ გაჩერდები, გზის გაგრძელების უფლება გაქვს — მკვეთრი დამუხრუჭება თავადაა საშიში.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც ამკრძალავი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.