ავტოსკოლა

ბილეთი №349 · შუქნიშნის სიგნალები

შუქნიშნის ჩართული მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი:

  1. ართავს მოძრაობის ნებას და იძლევა ინფორმაციას არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ
  2. ბრთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი✓ სწორი პასუხი

რატომ?

მწვანე მოციმციმე სიგნალი მოძრაობის ნებას რთავს, მაგრამ გაფრთხილებს, რომ მისი დრო იწურება და მალე ამკრძალავი სიგნალი ჩაირთვება. ამიტომ გზაჯვარედინთან მისვლისას გათვალე, მოასწრებ თუ არა გავლას.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები