ავტოსკოლა

ბილეთი №389 · შუქნიშნის სიგნალები

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  1. ამხოლოდ A მიმართულებით✓ სწორი პასუხი
  2. ბმხოლოდ B მიმართულებით
  3. გმხოლოდ C მიმართულებით
  4. დარცერთი მიმართულებით

რატომ?

რევერსულ გზაზე ზოლების მიმართულება იცვლება, ამიტომ მოხვევისას, გადაკვეთიდან გამოსვლისას, განაპირა მარჯვენა ზოლი უნდა დაიკავო. სხვა ზოლზე გადასვლა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა დარწმუნდები, რომ იქ შენი მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, შესვლის მიზნით იმ სავალ ნაწილზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ისე უნდა იმოძრაოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას განაპირა მარჯვენა მოძრაობის ზოლი დაიკავოს. სხვა მოძრაობის ზოლზე გადაჯგუფება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ აღნიშნულ მოძრაობის ზოლზე ნებადართულია თანმხვედრი მოძრაობა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.10 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.10 „გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა“ − მიუთითებს 5.8 „რევერსული მოძრაობა“ ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას. ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 „რევერსული მოძრაობა“ ნიშნით აღნიშნული გზიდან.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები