ავტოსკოლა

ბილეთი №202 · მარეგულირებლის სიგნალები

აქვთ თუ არა ქვეითთა გადასასლელზე გადასვლის უფლება ქვეითებს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

აქვთ თუ არა ქვეითთა გადასასლელზე გადასვლის უფლება ქვეითებს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  1. ააქვთ უფლება
  2. ბარ აქვთ უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

ზემოთ აწეული ერთი ხელი „ყურადღება, სდექ“ სიგნალს ნიშნავს ყველასთვის, ქვეითებისთვისაც, ამიტომ გადასასვლელზე გადასვლა არ შეიძლება. თუ ქვეითი სიგნალის მიცემისას უკვე სავალ ნაწილზეა, მან უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ვერ ასწრებს, საპირისპირო ნაკადების გამყოფ ხაზზე უნდა გაჩერდეს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - ზემოთ აწეული ერთი ხელი - ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები