ბილეთი №201 · მარეგულირებლის სიგნალები
მარეგულირებლის ამ სიგნალზე რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა?

- აორივე ავტომობილის მძღოლს
- ბარც ერთი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ ავტობუსის მძღოლს
- დმხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს
რატომ?
ზემოთ აწეული ერთი ხელი ყველასთვის „ყურადღება, სდექ“ სიგნალია, გარდა მათი, ვინც მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე ვეღარ გაჩერდება. გზაჯვარედინზე უკვე შესულს გაგრძელება შეუძლია. ამ სიტუაციაში არცერთ ავტომობილს გაგრძელების უფლება არ აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - ზემოთ აწეული ერთი ხელი - ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.