ავტოსკოლა

ბილეთი №209 · მარეგულირებლის სიგნალები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  1. ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  2. ბმხოლოდ მოტოციკლის მძღოლს
  3. გმხოლოდ მოტოციკლისა და ავტობუსის მძღოლებს✓ სწორი პასუხი
  4. დყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

რატომ?

წინ გაშვერილი მარჯვენა ხელის დროს მარეგულირებლის მარცხენა გვერდიდან ურელსო ტრანსპორტს ყველა მიმართულებით შეუძლია გავლა, მკერდის მხრიდან — მხოლოდ მარჯვნივ, მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან კი არავის. ამ სიტუაციაში გაგრძელების უფლება მხოლოდ მოტოციკლისა და ავტობუსის მძღოლებს აქვთ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები