ბილეთი №262 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

- აეკრძალება✓ სწორი პასუხი
- ბარ ეკრძალება
რატომ?
გასწრება აკრძალულია გზაჯვარედინზე და უშუალოდ მის წინ (წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინის გარდა). რეგულირებულ გზაჯვარედინზე კი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ საპირისპირო ზოლზე არ გადიხარ. ასევე აკრძალულია იმ მანქანის გასწრება, რომელიც თვითონ ასწრებს ან დაბრკოლებას უვლის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრე¬ბას ან დაბრკოლების შემოვლას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა, იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგული¬რებული გზაჯვარედინია.