ავტოსკოლა

ბილეთი №270 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

აქვს თუ არა მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?

აქვს თუ არა მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?
  1. ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ აქვს უფლება

რატომ?

გზაჯვარედინზე და მის წინ გასწრება აკრძალულია, გარდა უპირატეს გზაზე: იქ განივი გზიდან მომავალი გზას გითმობს. 1.5 ხაზი კი გადაკვეთის ნებას ორივე მხრიდან იძლევა. ამ ორი წესის გათვალისწინებით გასწრების უფლება გაქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ამავე კანონის მე-2 დანართის 1.5 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.5 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით