ბილეთი №264 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გასწრება?

- აეკრძალება✓ სწორი პასუხი
- ბარ ეკრძალება
რატომ?
რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მ-ზე ახლოს გასწრება აკრძალულია. გამონაკლისია ის ადგილი, სადაც მოძრაობას ისეთი შუქნიშანი არეგულირებს, როგორიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. მატარებელი სწრაფად ვერ გაჩერდება, ამიტომ აქ გასწრების რისკი დაუშვებელია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ადგილებზე მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება.