ბილეთი №269 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
ეკრძალება თუ არა რუხი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

- აეკრძალება
- ბარ ეკრძალება✓ სწორი პასუხი
რატომ?
გზაჯვარედინზე და უშუალოდ მის წინ გასწრება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება გაქვს. ნიშანი „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“ ნიშნავს, რომ გადამკვეთ გზაზე მძღოლს გზის დათმობა ევალება. ამიტომ აქ გასწრება არ გეკრძალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ამავე კანონის პირველი დანართის პირველი თავის 1.7.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა” - ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება.