ავტოსკოლა

ბილეთი №273 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?
  1. ააქვს უფლება
  2. ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

გასწრება მარცხენა მხრიდან უნდა განხორციელდეს. მარჯვნიდან — მხოლოდ მაშინ, თუ წინა მძღოლმა მარცხნივ მოხვევის სიგნალი მისცა და მანქანა ისე მიმართა, რომ სხვა გზაზე შეუხვიოს, მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდეს ან ამ მხარეს გაჩერდეს. სხვა დროს მარჯვნიდან გასწრების უფლება არ გაქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით