ავტოსკოლა

ბილეთი №290 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

აქვს თუ არა უფლება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს დაიწყოს გასწრების მანევრი, თუ ავტობუსის მძღოლს ჩართული აქვს მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და დაწყებული აქვს გასწრება?

აქვს თუ არა უფლება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს დაიწყოს გასწრების მანევრი, თუ ავტობუსის მძღოლს ჩართული აქვს…
  1. ააქვს უფლება
  2. ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

გასწრების წინ უნდა დარწმუნდე, რომ უკან მომავალ არცერთ მძღოლს გასწრება არ დაუწყია. ავტობუსს მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი ჩართული აქვს და გასწრება უკვე დაწყებული, ამიტომ ორი გასწრება ერთდროულად საფრთხეს შექმნიდა. ჯერ მას გაუშვი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით