მაფრთხილებელი ნიშნები
ნიშანი 1.15 „ციცაბო აღმართი“
რას ნიშნავს
წინ ციცაბო აღმართია. თავად ნიშანი გასწრებას არ კრძალავს, მაგრამ აღმართის თავზე გზა არ ჩანს, შეზღუდულ ხილვადობაში კი საპირისპირო ზოლით ვერ გაუსწრებ. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით; თუ აღმართი და დაღმართი ერთმანეთს მიჰყვება, შეიძლება უშუალოდ აღმართის წინ იდგეს.
სად იდგმება
- ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
- თუ აღმართი და დაღმართი (ან დაღმართი და აღმართი) ერთმანეთს მიჰყვება, 8.1.1 დაფის გარეშე 1.14 და 1.15 ნიშნები შეიძლება დაიდგას შესაბამისად, უშუალოდ აღმართის და დაღმართის წინ.
კანონის ტექსტი
იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.